რატომ Leader Dental?

სტომატოლოგიური პრაქტიკისთვის შექმნილი

image
image

Leader Dental არის სპეციალიზებული პროგრამა სტომატოლოგიური კლინიკებისთვის, რომელიც მოიცავს კბილის ფორმულას, მკურნალობის გეგმებს, ლაბორატორიას და ფინანსურ აღრიცხვას.

გაიგე მეტი
image
  • 50

    +

    მოდული ერთ სისტემაში

Leader Dental-ს შესაძლებლობები

50-ზე მეტი მოდული ერთ სისტემაში — პაციენტის ბარათიდან ფინანსურ ანალიტიკამდე.

კბილის ფორმულა

ინტერაქტიული ოდონტოგრამა — თითოეული კბილისა და ზედაპირის მდგომარეობა, ჩატარებული და დაგეგმილი მკურნალობა ერთ ბარათში.

მკურნალობის გეგმა

ეტაპობრივი გეგმა ფასებით, სტატუსებით და შესრულების კონტროლით — პაციენტი ხედავს რა და რატომ უჯდება.

პაროდონტოლოგიური რუკა

პერიო-ჩარტი ღრმულებისა და სისხლდენის აღრიცხვით, მდგომარეობის დინამიკა ვიზიტიდან ვიზიტამდე.

ორთოდონტია

ბრეკეტები და ელაინერები: მკურნალობის ეტაპები, ვიზიტების და პროგრესის აღრიცხვა.

იმპლანტოლოგია

იმპლანტების აღრიცხვა სისტემის, ზომისა და პოზიციის მიხედვით, გარანტიის ვადებთან ერთად.

სურათები და ფაილები

რენტგენის სურათები და დოკუმენტები პაციენტის ბარათში — ატვირთვა, დათვალიერება, ისტორია.

ლაბორატორია

გვირგვინები, ხიდები, პროთეზები: შეკვეთის გახსნა, სტატუსის თვალყურის დევნება და მიღების აღრიცხვა.

ვიზიტები და შეხსენებები

კალენდარი ექიმების მიხედვით და ავტომატური SMS შეხსენება ვიზიტამდე 48 და 24 საათით ადრე.

ფინანსები და ანალიტიკა

ინვოისები PDF-ით, გადახდები, პაციენტის ბალანსი, ხარჯები, ექიმების დატვირთვა და შემოსავლის ანგარიშგება.

სადაზღვევო და პარტნიორები

პარტნიორი და სადაზღვევო კომპანიები საკუთარი ფასების სიებით, დაფარვისა და ანგარიშსწორების აღრიცხვით.

სამედიცინო დოკუმენტაცია

ფორმა 100, რეცეპტები, ანამნეზი, თანხმობები, ხელშეკრულებები და გარანტიები — ბეჭდვით; ICD-10 სრული ცნობარი.

SMS მარკეტინგი და recall

კამპანიები და შაბლონები, პაციენტების გამოძახება (recall) და გაგზავნების სრული ისტორია.

გაქვთ კითხვები?

დაგვიკავშირდით

დანერგვის პროცესი

სტომატოლოგიური კლინიკისთვის სისტემის გაშვება 4 ნაბიჯით.

კონსულტაცია

ვაანალიზებთ თქვენი კლინიკის სპეციფიკას და საჭიროებებს.

კონფიგურაცია

ვაყენებთ კბილის ფორმულას და პროცედურების კატალოგს.

მიგრაცია

გადმოგვაქვს თქვენი პაციენტების ბაზა, სერვისები და ფასები.

გაშვება

ტრენინგი პერსონალისთვის და სრული მხარდაჭერა.

გამჭვირვალე ტარიფები

(-20% დაზოგვა)
1. რა შედის კბილის ფორმულაში?

ინტერაქტიული ოდონტოგრამა: თითოეული კბილისა და ზედაპირის მდგომარეობის აღნიშვნა, ჩატარებული და დაგეგმილი მკურნალობა, სრული ისტორია პაციენტის ბარათში.

2. შემიძლია რენტგენის სურათების შენახვა?

დიახ. სურათებს და დოკუმენტებს ატვირთავთ პაციენტის ბარათში, ვიზიტების ისტორიასთან ერთად. რენტგენის აპარატებთან პირდაპირი (DICOM) ინტეგრაცია განვითარების გეგმაშია და ხორციელდება ინდივიდუალური პროექტით.

3. არის ორთოდონტიის მოდული?

დიახ, „კლინიკა" პაკეტიდან: ბრეკეტები და ელაინერები, მკურნალობის ეტაპები და პროგრესის აღრიცხვა. ცალკე მოდულებია იმპლანტოლოგია და პაროდონტოლოგიური რუკა.

4. როგორ მუშაობს ლაბორატორიის მოდული?

შეკვეთის გახსნა (გვირგვინი, ხიდი, პროთეზი), სტატუსის თვალყურის დევნება და მიღების აღრიცხვა — ყველაფერი პაციენტის ბარათზე მიბმული. შედის „პრო" პაკეტში.

5. მუშაობს სადაზღვევო კომპანიებთან?

სისტემაში აღირიცხება სადაზღვევო და პარტნიორი კომპანიები საკუთარი ფასების სიებით, პაციენტის დაფარვა და ანგარიშსწორება. სადაზღვევოს სისტემასთან პირდაპირი ელექტრონული ინტეგრაცია ცალკე პროექტია და ხორციელდება კლინიკის მოთხოვნით.

6. რა მოწყობილობებზე მუშაობს?

ნებისმიერ მოწყობილობაზე ბრაუზერით — კომპიუტერი, ტაბლეტი, ტელეფონი. ცალკე პროგრამის დაყენება არ არის საჭირო.

7. სად ინახება მონაცემები და რამდენად დაცულია?

მონაცემები ინახება დაცულ სერვერზე, წვდომა იმართება როლების მიხედვით, მოქმედებები აღირიცხება აუდიტ-ლოგში და ბაზის ავტომატური ბექაფი კეთდება ყოველდღიურად. სურვილის შემთხვევაში სისტემა შეიძლება განთავსდეს კლინიკის საკუთარ სერვერზე.

8. შესაძლებელია არსებული ბაზის გადმოტანა?

დიახ. პაციენტების, სერვისებისა და ფასების გადმოტანა ხდება Excel/CSV-დან ან თქვენი მოქმედი პროგრამიდან. მიგრაცია ფასდება ცალკე, მონაცემების მოცულობის მიხედვით.

9. რამდენიმე ფილიალი მაქვს — გამოდგება?

ერთი კლინიკის რამდენიმე კაბინეტი და ექიმი სრულად იმართება. ფილიალების ცალკე პანელი ინდივიდუალური პროექტით ხორციელდება — დაგვიკავშირდით.

10. რას ნიშნავს მომხმარებლის ანგარიში?

მომხმარებლად ითვლება კლინიკის თანამშრომელი (ექიმი, ადმინისტრატორი, რეგისტრატორი, ასისტენტი, მენეჯერი, ბუღალტერი, ლაბორატორიის თანამშრომელი და სხვ.), რომელსაც სისტემაში საკუთარი ავტორიზაციის ანგარიში აქვს. უსაფრთხოების მიზნით რეკომენდებული არ არის ერთი ანგარიშის რამდენიმე თანამშრომლის მიერ გამოყენება — თითოეულს ინდივიდუალური ანგარიში სჭირდება, რომ მოქმედებები სწორად აღირიცხოს.

11. იზრდება თუ არა ფასი პაციენტების ზრდასთან ერთად?

არა. პაციენტთა ბაზა ყველა პაკეტში შეუზღუდავია და პაკეტის ყოველთვიური ფასი არ იზრდება პაციენტების რაოდენობასთან ერთად. შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ მომხმარებლების, ექიმების, ფილიალების და კონკრეტული მოდულების რაოდენობაზე.

12. შედის თუ არა SMS-ის ღირებულება პაკეტში?

არა. SMS შეხსენებები ხელმისაწვდომია „სტარტი“, „კლინიკა“ და „პრო“ პაკეტებში, SMS მარკეტინგული კამპანიები და Recall — „პრო“ პაკეტში. თავად გაგზავნილი SMS-ების ღირებულება პაკეტის ფასში არ შედის და ირიცხება ცალკე, გამოყენების, პროვაიდერის, შეტყობინების სიგრძისა და ადგილობრივ/საერთაშორისო ნომერზე გაგზავნის მიხედვით.

13. შესაძლებელია თუ არა დამატებითი მომხმარებლის დამატება?

დიახ. პაკეტში გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტი მომხმარებელი ემატება დამატებითი ყოველთვიური საფასურით: სტარტში — 25 ₾, კლინიკაში — 20 ₾, პროში — 15 ₾ თვეში. მაქსიმალური რაოდენობაა შესაბამისად 5, 20 და 40 მომხმარებელი; ამაზე მეტის საჭიროებისას გთავაზობთ ინდივიდუალურ პაკეტს.

14. როგორ ხდება არსებული პროგრამიდან მონაცემების გადმოტანა?

მონაცემების გადმოტანა შესაძლებელია არსებული პროგრამიდან, Excel-იდან ან CSV ფაილიდან. მიგრაციის ღირებულება ფასდება ცალკე და დამოკიდებულია პაციენტების რაოდენობაზე, მონაცემების ფორმატსა და ხარისხზე, ფაილების რაოდენობასა და რენტგენის სურათების მოცულობაზე. მიგრაციამდე ხდება მონაცემების პირველადი უფასო შეფასება.

15. რას მოიცავს დანერგვა?

დანერგვის პროცესში შედის კლინიკის საჭიროებების ანალიზი, სისტემის კონფიგურაცია, კლინიკის, ექიმებისა და თანამშრომლების ანგარიშების შექმნა, როლების გამართვა, სერვისების და ფასების კატალოგის დამატება, სამუშაო გრაფიკის და დოკუმენტების შაბლონების გამართვა და პერსონალის საწყისი ტრენინგი. დანერგვის ღირებულება შესაძლოა შედიოდეს კონკრეტულ შეთავაზებაში ან ფასდებოდეს ცალკე.

16. რას ნიშნავს წლიური გადახდის 20%-იანი ფასდაკლება?

წლიური პაკეტის შემთხვევაში იხდით სრულ წლიურ თანხას წინასწარ და იღებთ ზუსტად 20%-იან ფასდაკლებას თვიურ ფასთან შედარებით — მაგალითად, სტარტის ეფექტური ღირებულებაა 103.20 ₾/თვეში, კლინიკის — 239.20 ₾/თვეში, პროს — 479.20 ₾/თვეში.